პ რ ო ე ქ ტ ი
თემა: მოქმედებები
ათწილადებზე
საპროექტო ჯგუფი-მეექვსე
კლასი, მოსწავლეთა რაოდენობა 22.
მოსწავლეთა საშუალო
ასაკი -12წელი.
საპროექტო ჯგუფის
მონაწილეები: ყველა მოსწავლე.
მასწავლებელი: მარინე
სურმავა.
ბავშვებისათვის
შეთავაზებული პროექტი შეიცავს სხვადასხვა დონის დავალებებს. გაზეთის მოძიება, წილადური მონაცემების შერჩევა,
ამოწერა, დამრგვალება.
მოსწავლეთათვის
იოლად დაძლევადია ყველა აქტივობა. თუმცა, მსგავსი დავალებების შესრულება ძალზე სასარგებლოა
მოსწავლეთათვის, ზრდის მათ დამოკიდებულებას , განათლებულობა-გაცნობიერებას, აყალიბებს
ინფორმაციის მოძისბა-კლასიდიცირება-დამუშავების უნარ-ჩვევებს.
პროექტის უფრო ძნელ
ნაწილს წარმოადგენს ჩატარებული მუშაობის შეფასების ეტაპი-მოსწავლემ უნდა გაანალიზოს
შედეგები და გამოარჩიოს ის შემთხვევები , როცა მონაცემთა დამრგვალება ამა თუ იმ თანრიგამდე არსებითად ამახინჯებს ინფორმაციას და გამოუსადეგარს ხდის მას.
მაგალითად , აზრი არა აქვს კალათბურთელთა გუნდის წევრების სიმაღლეთა მთელამდე დამრგვალებას,
ისევე, როგორც 100 მეტრიან დისტანციაზე რბენის უკანასკნელი რამდენიმე რეკორდული მონაცემის
მეათედებამდე დამრგვალებას.
No comments:
Post a Comment